SERIAL.GE

სიახლეები


  • ტარანტინოს ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

    კომპანია “Sony”-მ კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი დაასახელა, რომელიც 2019 წლის, 9 აგვისტო იქნება. საინტერესო ის არის, რომ ეს თარიღი გარკვეულწილად სიმბოლურია, ჩარლ მენსონის და მისი “ოჯახის” მკველობებდიან 50 წელი გავიდა. სწორედ 1969 წელზე და გახმაურებულ მოვლენებზე იქნება ტარანტინოს სამომავლო პროექტი, რომლის შესახებაც ჩვენ არაერთხელ მოგაწოდეთ ინფორმაცია.

    ახლა როდესაც თარიღი ცნობილია, წესით მალე ბევრი სხვა დეტალიც უნდა საჯარო გახდეს, კერძოდ, მსახიობების ვინაობა. ამ დრომდე ჩვენ ვიცით ტარანტინოს სურვილების შესახებ, რომ მას მარგო რობი, ტომ კრუზი, ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიოს ხილვა სურს თავის ახალ ფილმში, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი. ზოგადად რეჟისორი ყოველთვის იდეალურ გუნდს ირჩევს ხოლმე სამსახიობო სამყაროდან და ახლაც დიდი ალბათობით ასე იქნება.

    წაიკითხეთ დამატებით »